ევროპის გუნდი VS მსოფლიო გუნდი – დღეს ჩოგბურთში სტარტს როდ ლეივერის ტურნირი აიღებს

ლეგენდარული ავსტრალიელი ჩოგბურთელის, როდ ლეივერის სახელობის ტურნირი 20 სექტემბერს აიღებს სტარტს. ტურნირის ფორმატის თანახმად, ერთმანეთს ევროპისა და მსოფლიოს გუნდები უპირისპირდებიან.
ევროპის გუნდის შემადგენლობა ასეთია: დანილ მედვედევი, კასპერ რუდი, კარლოს ალკარასი, სტეფანოს ციციპასი, ალექსანდრ ზვერევი, გერგ დიმიტროვი.
მსოფლიო გუნდის ღირსებას ტეილორ ფრიცი, ფრანცისკო ცერუნდოლო, თანასი კოკინაკისი, ფრენცის ტიაფო, ალეხანდრო ტაბილო და ბენ შელტონი დაიცავენ.
როდ ლეივერის თასი 2017 წლიდან მიმდინარეობს და ფორმატი დღემდე უცვლელია.
მოამზადა გიორგი ყარმაზანაშვილმა