ბიზნესის მოლოდინის შეფასება გაუმჯობესებულია, განსაკუთრებით მშენებლობის სექტორში – BAG ინდექსი

ბიზნესის მომდევნო ექვსი თვის მოლოდინის შეფასება გაუმჯობესებულია ყველა სექტორში, თუმცა განსაკუთრებით პოზიტიური განწყობები ფიქსირდება მშენებლობის სექტორში, – ამის შესახებ BAG ინდექსის განახლებულ მიმოხილვაშია აღნიშნული.
ინდექსის მიმოხილვის მიხედვით, მშენებლობის ინდუსტრიაში გამოკითხული კომპანიების 57% გაყიდვების ზრდას მოელის 2024 წლის IV კვარტალში.
„რაც შეეხება ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობას, ყველაზე დადებითად მომსახურების სექტორმა შეაფასა, რაც დიდი ალბათობით, გაზრდილი გაყიდვებით არის განპირობებული. სექტორში გამოკითხული კომპანიების 63%-მა მიმდინარე კვარტალში გაყიდვების ზრდა დააფიქსირა“, – წერია მიმოხილვაში.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ დაასრულა BAG ინდექსის კვლევაზე მუშაობა, რომლის შედეგების თანახმად, 2024 წლის III კვარტალში ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი წინა კვარტლის მაჩვენებელთან შედარებით 19.3 ქულით გაუმჯობესდა და 44.8 ქულა შეადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ