ზურაბ ჭიაბერაშვილი – „ქართულმა ოცნებამ“ საფრთხის ქვეშ დააყენა ევროკავშირთან ქართველი ხალხის მთავარი მონაპოვარი – უვიზო მიმოსვლა, ამიტომ 26 ოქტომბერს ეს ანტიქართული, პოლიტიკური ძალა უნდა დავამარცხოთ

„ქართულმა ოცნებამ“ საფრთხის ქვეშ დააყენა ევროკავშირთან ქართველი ხალხის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი – უვიზო მიმოსვლა, ამიტომ 26 ოქტომბერს ეს ანტიქართული, პოლიტიკური ძალა ერთიანობით უნდა დავამარცხოთ, შევინარჩუნოთ უვიზო მიმოსვლაც და მივიღოთ უფრო მეტი სარგებელი ევროკავშირისგან, მათ შორის 14 მილიარდიანი დახმარება, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა, ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკა პარტნიორ ქვეყნებს მძიმე ზომების გატარებისკენ აიძულებს.
„ქართულმა ოცნებამ“ საფრთხის ქვეშ დააყენა ევროკავშირთან ქართველი ხალხის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი – უვიზო მიმოსვლა და თუკი „ქართული ოცნება“ დარჩება ხელისუფლებაში, ქართველი ხალხი ამას დაკარგავს. არავის არ უნდა ქართველი ხალხისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმება, უბრალოდ ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ჩვენს პარტნიორებს ასეთი ნაბიჯების გადადგმას აიძულებს, ამიტომ 26 ოქტომბერს ეს ანტიქართული, ანტიჰუმანური პოლიტიკური ძალა ერთიანობით უნდა დავამარცხოთ და, რა თქმა უნდა, უვიზო მიმოსვლაც შევინარჩუნებთ და ევროკავშირისგან უფრო მეტ სარგებელს მივიღებთ, მათ შორის იმ 14 მილიარდიან დახმარებას, რომელიც საქართველოსკენ წამოვა, რითაც ქვეყანაში ევროპული ტიპის კეთილდღეობა შეიქმნება“,- განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – ახლა ხაზარაძე დაეთანხმება გახარიას ასეთ „პრინციპულ“ მოთხოვნებს და ყველანი დავიჯერებთ, რომ ისინი „ნაცებთან“ კავშირს გაწყვეტენ?! – ბოლოს მართლა ჩაშლა მოუწევთ, აგენტურა იმდენად გოიმურ პიარს გვთავაზობს

რომან გოცირიძე – გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძის გაერთიანების შემთხვევაში ოპოზიციურ ფლანგზე ერთ-ერთი უძლიერესი ბლოკი შეიქმნებოდა, რომელსაც არჩევნების ბედის გადაწყვეტა შეეძლო – ეს მსხვილი გაერთიანება ყველა რისკს გამორიცხავდა!