უილიამ კორტნი: სანქციები გაფრთხილებაა – თუ არჩევნები გაყალბდება, მეტი საპასუხო ზომა იქნება

საქართველოში -ის ყოფილი ელჩი უილიამ კორტნი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში აშშ-ის მიერ დაწესებულ სავიზო შეზღუდვებსა და ფინანსურ სანქციებზე საუბრობს. ის ამბობს, რომ სანქციები გარკვეულწილად გაფრთხილებაა, რომ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში, მეტი საპასუხო ქმედება იქნება.
ის საქართველოში არსებულ ვითარებას ბელარუსს ადარებს და შეშფოთებას გამოთქვამს ადამიანის უფლებების დარღვევის გამო.
“ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, მხოლოდ ალექსანდრ ლუკაშენკოსა და ბელარუსს შევადარებდი [ახლანდელ სიტუაციას]. მაგრამ ახლანდელი საქართველოს ლიდერები უფრო მტრულად არიან განწყობილი დასავლეთის, ევროპისა და ამერიკისადმი. ამიტომ შეშფოთებული ვარ ადამიანის უფლებების დარღვევის გამო და იმის გამოც, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები შესაძლოა გააყალბონ. […]