სხვისი სიცოცხლე რატომ არ გიღირთ არაფრად?! – რას წერს მთავარ ეპისკოპოსი ზენონ იარაჯული

დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონ იარაჯული სოციალურ ქსელში წერს:
“ცხედრები, მკვლელობები, ცხედრებიდღენიადაგ! აი,სიძულვილით და სისასტიკით ნასაზრდოები ღატაკი ინდივიდუალური თუ “კოლექტიური სულის” შემოქმედება. ვინც სიძულვილის მომაკვდინებელ უღელს გაურიგდით და დაიდგით და ფიქრობთ, რომ საამურად მოეწყობით “მოარულ ცხედართა” სასაფლაოზე, იქნებ შეჩერდეთ სიცოცხლისთვის და დარჩეთ ადამიანებად. ადამიანურობის გამოვლენა თქვენს ძალას აღემატება?! თუ საკუთარ სიცოცხლეს პატივს ჰსცემთ, სხვისი სიცოცხლე რატომ არ გიღირთ არაფრად?! ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ყალბი ბრწყინვალებით იმოსება და რომლის მოჩვენებითი ბრწყინვალების ქვეშ ადამიანი თანდათან ქრება.”

ასევე დაგაინტერესებთ

რამაზ საყვარელიძე – ხაზარაძე-გახარიას გაერთიანების შემთხვევაში, შესაძლოა, ნაკლები შედეგი ჰქონოდა, ხმები დაეკარგათ – ეს მათ იციან, თუმცა პრეზიდენტმა არ იცის, ცოცხალი პოლიტიკური ბრძოლის გამოცდილება არ აქვს, პრეზიდენტობაც კი გაუჭირდა

გივი მიქანაძე აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებსა და სავიზო შეზღუდვაზე – წინასაარჩევნო პერიოდში უცხო ქვეყნის მხრიდან მსგავსი ქმედებების განხორციელება წარმოადგენს წინასაარჩევნო პროცესში ჩარევას

გივი მიქანაძის განცხადებით „ნაციონალური მოძრაობის“ და „კოალიცია ცვლილებებისთვის“ წარმომადგენლებმა, ქუთაისსა და გორში, „ქართული ოცნების“ შეხვედრების ჩაშლა სცადეს, რაც საარჩევნო კამპანიაში ხელისშეშლას წარმოადგენს

გივი მიქანაძე – არასამთავრობო ორგანიზაცია „აირჩიე ევროპა“ აქტიურადაა ჩართული ხელისუფლების საწინააღმდეგო აგიტაცია-პროპაგანდაში, ამ ორგანიზაციის გამგეობის წევრებმა განახორციელეს შემოწირულობა ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ