„ღამის სერენადები“ კონცერტებს თბილისში გამართავს

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალის „ღამის სერენადები“ პირველი თბილისური კონცერტის გენერალური რეპეტიცია 13 სექტემბერს აღმაშენებლის 182-ში, ყოფილი მუს კომედიის შენობაში ჩატარდება. რეპეტიციას გამართავენ იტალიელი დირიჟორი ბეატრიჩე ვენეცი, ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და პიანისტი სანდრი ნებიერიძე.რეპეტიციას დაესწრებიან ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ისაკაძე, ფესტივალის დირექტორი ნინა ცაგარელი, იტალიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონო.
15 სექტემბერს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიიას დიდ დარბაზში შეკრებილი მსმენელის წინაშე წარსდგებიან იტალიელ ქალბატონი დირიჟორი, ბეატრიჩე ვენეცი, ეროვნული სიმფონიური ორკესტრი და პიანისტი სანდრი ნებიერიძე. შესრულდება იტალიური სიმფონიური მუსიკის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწარმოები – ოტორინო რესპიგის „რომის პინიები“. ყველასთვის ცნობილი და წარმატებული საერთაშორისო კარიერის მქონე პიანისტთან სანდრო ნებიერიძესთან ერთად ბეატრიჩე ვენეცი შეასრულებს რახმანინოვის მესამე საფორტეპიანო კონცერტს.
ბეატრიჩე ვენეცი არის Orchestra Scarlatti Young-ის მთავარი დირიჟორი, „Milano Classica“-ს მთავარი დირიჟორი, ტოსკანას ორკესტრის მთავარი მოწვეული დირიჟორი, „პუჩინის ფესტივალის“ მოწვეული დირიჟორი, ფონდ Taormina Arte-ს სამხატვრო ხელმძღვანელი, იტალიის კულტურის მინისტრის მრჩეველი მუსიკის დარგში. თანამშრომლობს საყოველთაოდ აღიარებულ შემსრულებლებთან და ინსტიტუციებთან. მიღებული აქვს არაერთი ჯილდო შემოქმედებითი მოღვაწეობისა და კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციისთვის. 2019-2022 წლებში ბეატრიჩე ვენეცი იყო ს საბჭოს ქალთა საკონსულტაციო ჯგუფის წევრი კულტურის დარგში. 2017 წელს Corriere della Sera-მ დაასახელა წლის 50 ქალბატონს შორის, ხოლო 2018-ში ფორბსმა – 100 ახალგაზრდა, მომავლის ლიდერს შორის.
სანდრო ნებიერიძე ხუთი წლიდან სწავლობდა ფორტეპიანოზე დაკვრას, ხოლო ცხრა წლიდან კომპოზიციას, 2021 წლიდან სწავლობს მიუნხენის მუსიკისა და თეატრის უმაღლეს სკოლაში, არის არაერთი საერთაშორისო საფორტეპიანო და საკომპოზიციო კონკურსის ლაურეატი. თანამშრომლობს წამყვან ორკესტრებთან და რეგულარულად მონაწილეობს საერთაშორისო ფესტივალებში, როგორც შემსრულებელი და კომპოზიტორი.
15 სექტემბერი, თბილისი, 20:00
თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, დიდი დარბაზი
ბეატრიჩე ვენეცი – დირიჟორი, იტალია
სანდრო ნებიერიძე – ფორტეპიანო, საქართველო
ეროვნული სიმფონიური ორკესტრი
პროგრამა:
ჯაკომო პუჩინი – კუდიანთა შაბათობა ოპერიდან „ვილისები“
ამილკარე პონკიელი – ელეგია
საათების ცეკვა ოპერიდან „ჯოკონდა“
სერგეი რახმანინოვი – საფორტეპიანო კონცერტი №3 რე მინორი, თხზ. 30
September 15, Tbilisi, 20:00
Vano Sarajishvili Tbilisi State Conservatoire, Grand Hall
Beatrice Venezi – Conductor, Italy
Sandro Nebieridze – Piano, Georgia
Georgian Philharmonic Orchestra
Program:
Giacomo Puccini – La Tregenda from Le Villi
Amilcare Ponchielli – Elegia
Dance of the Hours from La Gioconda
Sergei Rachmaninoff – Piano Concerto №3 in D minor, Op. 30
ფესტივალის დამფუძნებელია ლეგენდარული მევიოლინე ლიანა ისაკაძე, სამხატვრო ხელმძღვანელი – გიორგი ისაკაძე, ფესტივალის დირექტორი – ნინა ცაგარელი.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის და სპორტის სამინისტრო,აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, ქალაქ ს მერია, ქალაქ ბორჯომის მერია, იტალიის საელჩო საქართველოში, ბრაზილიის საელჩო საქართველოში, ჩეხეთის საელჩო საქართველოში.
მასპინძელი სასტუმრო: ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი.
ფესტივალის პარტნიორები: ეროვნული სიმფონიური ორკესტრი, სასტუმრო ბორჯომი ლიკანი.
ფესტივალის მხარდამჭერი კომპანიები: “ჯიპისი აფთიაქი”,მცენარეული კოსმეტიკის ფუძემდებელი საფრანგეთიდან „ივ როშე“, პრემიუმ კოსმეტიკის ვეგანური, ქართული ბრენდი “პიელ ნატურალსი”.ძმები ხუციშვილების „ღვინის მარანი“, ღვინის კომპანია „GEORGIAN LEGEND”.
ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერები:აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი, საქართველოს პირველი არხი, ტელეკომპანია „რუსთავი2“, ტელეკომპანია „იმედი“, “პოს ტვ”, “ევრონიუს ჯორჯია“, Billboard Georgia, მედიაჰოლდინგი „ჯორჯიან ტაიმსი“, საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნება”, მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო“კლიპ არტი“, საინფორმაციო პორტალი „ambebi.ge”, საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ ტაიმი“, “ჯორჯიან პრესი“, ინგლისურენოვანი გაზეთი „Georgia Today”, ინგლისურენოვანი ყოველდღიური გაზეთი “Messenger”, ჟურნალი „სარკე“, გაზეთი „აჭარა“, ონლაინ მედია “აჭარა თაიმსი”, რადიო „ფორტუნა“ და ვებ პლატფორმა „ფორტუნა.ჯი“.