რომელ ქვეყნებში და რა ღირებულების ავტომობილები გადის საქართველოდან

2024 წლის პირველ 8 თვეში საქართველოდან 1.48 მილიარდი დოლარის ღირებულების 57 ათასი ავტომობილი გავიდა ექსპორტზე, რაც ავტომობილების რეექსპორტის რეკორდულ მაჩვენებელს წარმოადგენს და 2023 წლის ანალოგიური პერიოდის შედეგს 8%-ით აღემატება.
2023 წლის მსგავსად საქართველოდან ყველაზე დიდი ღირებულების – 688 მილიონი დოლარის ავტომობილები ექსპორტზე ცენტრალური აზიის უღარიბეს ქვეყანაში – ყირგიზეთში გავიდა რეექსპორტზე, სადაც გატანილი ავტომობილის საშუალო ფასმა $36 ათასი დოლარი შეადგინა.