„არაა კაცური“ – კადიროვი ჩივის, რომ ილონ მასკმა მანქანა „Cybertruck“ დისტანციურად გამოურთო

ჩეჩნეთის მმართველი რამზან კადიროვი ამბობს, რომ მანქანა Cybertruck, რომელიც, მისი მტკიცებით, ილონ მასკისგან მიიღო საჩუქრად, მასკმა დისტანციურად გამორთო.
Cybetruck-ის თითქოს საჩუქრად მიღების შემდეგ კადიროვმა აგვისტოში განაცხადა და მასზე ტყვიამფრქვევი დაამონტაჟა. კადიროვი ამბობდა, რომ მანქანა ში, საომრად გააგზავნა.
„მანქანა ბრწყინვალედ ასრულებდა საბრძოლო მიზნებს. აჩვენებდა მანევრირებას და ეკიპაჟის კარგ დაცვას. ხოდა, ცოტა ხნის წინ მასკმა დისტანციურად გამორთო მანქანა. არაა კაცური. მოგვიწია რკინის ცხენის დაბუქსირება. ასე როგორ, ილონ? შეიძლება ასე?“, – ჩივის იგი.
თავად მასკი ამბობდა, რომ კადიროვისთვის მანქანა არ უჩუქებია.

ასევე დაგაინტერესებთ