“აქ მოვდიოდი ხელმოსაწერად” – მამუკა ხაზარაძე

კოალიცია ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე:
3 დღის წინ პირადად გამოვხატე სურვილი, რომ მზად ვიყავი, ბატონ გახარიასთან და მის გუნდთან დაგვეწყო მოლაპარაკებები, ერთი მიზნის გამო, რომ დავამარცხოთ „ქართული ოცნება“, გავისტუმროთ ხელისუფლებიდან, რომ საქართველო ძალიან სწრაფად დავაყენოთ ევროკავშირის გზაზე. ვფიქრობ, მომენტუმი იქნება გაშვებული, რადგან ქვეყანას დღეს სჭირდება იმაზე მაღლა დადგომა, ვიდრე ტექნიკური საკითხებია. მე ეს შევძელი, ბადრიმაც, და კოალიციის სხვა წევრებმაც და ისინი არიან ამ გარიგების ნაწილი. რადგან აქ მოვდიოდი ხელმოსაწერად, ეს ნიშნავს, რომ მე ვსაუბრობ კოალიციის სახელით.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახო სანაია: დადგება დღე, ამ სტატუსს გავიხსენებთ – ზუსტად ისე, როგორც ბევრი სტატუსი გავიხსენეთ, ყველას რომ ყველაფერი აუხდა. არა იმიტომ, რომ წინასწარმეტყველები ვართ, არამედ იმიტომ, რომ არსებობს კანონზომიერება, არც ისე რთულად განსაჭვრეტი