ვილამ დაასახელა ორი ფეხბურთელი, რომლებიც მისი აზრით, “ოქროს ბურთის” მოგებას იმსახურებენ

ვეტერანმა ესპანელმა ფორვარდმა დავიდ ვილამ დაასახელა ორი ფეხბურთელი, რომლებიც მისი აზრით, მიმდინარე სეზონში “ოქროს ბურთის” მოგებას იმსახურებენ.
“ამ პრიზს როდრის ან კარვახალს გადავცემდი. მჯერა, რომ ესპანელი ფეხბურთელები დიდი ხანია იმსახურებენ “ოქროს ბურთს” და ვისურვებდი, რომ ეს მოხდეს”, – ციტირებს ვილას Marca.
ინფორმაციისთვის, “ოქროს ბურთის” დაჯილდოების ცერემონიალი 28 ოქტომბერს პარიზში გაიმართება და ამ პრესტიჟული ჯილდოსთვის 30 ნომინანტი იბრძვის.