ინგლისის ბანკმა ძირითადი განაკვეთი წლიურ 5%-ზე შეინარჩუნა

ინგლისის ბანკმა შეინარჩუნა ძირითადი განაკვეთი 5%-ზე წლიურად – იტყობინება მარეგულირებლის პრესსამსახური.
გადაწყვეტილება დაემთხვა ანალიტიკოსების კონსენსუს – პროგნოზებს, თუმცა ბაზრის მონაწილეებმა ასევე დაინახეს ბრიტანეთის ცენტრალური ბანკის მიერ განაკვეთის კიდევ ერთი შემცირების შესაძლებლობა.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის (MPC) ცხრა წევრიდან რვამ მხარი დაუჭირა განაკვეთის შენარჩუნებას და მხოლოდ ერთმა ისაუბრა მისი 25 საბაზისო პუნქტით შემცირების სასარგებლოდ.
interfax