შალვა პაპუაშვილი: შავი ფული ისეთი უნდა, ოპოზიციაში რომ არის

“შავი ფული” ისეთი უნდა, ოპოზიციაში რომ არის და ხან კვიპროსიდან რომ მოაქვთ და ხან ლონდონიდან. სულ ახლახან იყვნენ ერთ და მეორე ქვეყანაში ჩასულები და კეზერაშვილისგან რომ იღებენ ევროპელი პენსიონერებისთვის წართმეულ ფულს – ეს არის “შავი ფული”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, შავი ფული არა მხოლოდ ოპოზიციაში ტრიალებს, არამედ არასამთავრობო სექტორშიც არის.
“ამ “შავი ფულის” საქართველოში ტრანსპორტირებაში რომ არიან ჩართულები და ზოგიერთ ასეთ ოლიგარქს რომ თავშესაფარი აქვს მიღებული, ეს არის პრობლემა და ამას უნდა ვებრძოლოთ. „შავი ფული“ არასამთავრობო სექტორშიც ტრიალებს. მოწყობილია არის ყალბი სქემები ზოგიერთ პარტიასთან, ოპოზიციური პარტიების უმეტესობას აქვს მათთან პირდაპირ დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებიან უცხოეთიდან. რა თქმა უნდა, როდესაც უცხოეთიდან ფინანსდება პოლიტიკური ორგანიზაცია, ის საქართველოს ინტერებს არ ატარებს. ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხიცაა, რომ ოპოზიციაში არის ფული, რომელიც შემოდის საზღვარგარეთიდან”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ასევე დაგაინტერესებთ

თავის დახრას, დირექტივებით მოქმედებას და საკუთარი გარანტიების სანაცვლოდ ქვეყნის ინტერესების გვერდზე გაწევას არ ვაპირებთ – ვაპირებთ, ორ ფეხზე მყარად, ამაყად ვიმოქმედოთ მხოლოდ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე