“კესო აღარაა და ვთვლი, რომ ეს უნდა იცოდეთ” – რას წერს გიგა მაქარაშვილი

არ მეგონა თუ მომიწევდა ამის დაწერა, მაგრამ კესო აღარაა და ვთვლი, რომ უნდა იცოდეთ.
კოვიდის დროს, პირველად რომ ჩაგვკეტეს და ძალიან რომ გაჭირდა ცხოვრება, მეგობრებმა კამპანია დავიწყეთ, “ჰელფები” დავირქვით და ათეულობით ათას ადამიანს მივაწოდეთ საკვები, წამალი, საჭირო ნივთები. ერთ დღესაც რეკავს კესარია, შენი ნახვა მინდაო. აქა და აქ ვარ, შემომირბინე მეთქი. უი, არა, შენ რომ ჩემთან ერთად დაგინახონ, ისედაც რა დღეში გაგდებენ და უარესს დაგმართებენო (თავადვე გადაბჟირდა სიცილით, როგორც იცოდა ხოლმე). მოკლედ, შევხვდით. მომცა 11 ტრანსი გოგოს ტელეფონი, მისამართი და ფული… ჩემზე ათას ჭორს ავრცელებენ და შეიძლება არც აიღონ დახმარება, არადა სახლში არიან გამოკეტილები, ძალიან უჭირთო! 3 თვის განმავლობაში უზრუნველყო ყველას კვება, კომუნალურები და რამდენიმეს წამლებიც.
ეგეთიც იყო

ასევე დაგაინტერესებთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი – დაცვის მხარემ გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ მიანდო სასამართლოს, ეს იყო ბრალდებულის პოზიცია – მოცემულ შემთხვევაში, დუმილის უფლებას ვიყენებთ

სალომე სამადაშვილი – ასე მოუმზადებლად ამ საკითხის დადება მაგიდაზე არ იყო მიზანშეწონილი, არ მესმის, რატომ დაიძრა – ვფიქრობ, პრეზიდენტს ჰქონდა უფრო პოზიტიური მოლოდინი, ვიდრე შესაძლებელი იყო ობიექტური ვითარებიდან გამომდინარე