ხატია დეკანოიძე – მიხეილ სააკაშვილი ციხეში არის მხოლოდ იმიტომ, რომ ქართული სახელმწიფოებრიობა გადაარჩინა – ბიძინა ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს საქართველო რუსეთს ჩააბაროს, სწორედ ამიტომ სჭირდება ის ციხეში

ყველას უნდა ესმოდეს, რომ ციხეში არის მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართული სახელმწიფოებრიობა გადაარჩინა – ბიძინა ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს საქართველო რუსეთს ჩააბაროს, სწორედ ამიტომ სჭირდება მიხეილ სააკაშვილი ციხეში, – ამის შესახებ „ერთობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ს მოღალატეობრივ განცხადებებსა და პოზიციას ვერავინ ჩამორეცხავს.
„ბიძინა ივანიშვილის მოღალატეობრივი განცხადებების შემდეგ, რომელიც მან რუსებისგან დაბომბილ გორში გააკეთა, სადაც ქართველ ხალხს ოკუპანტებისადმი ბოდიშის მოხდა მოსთხოვა, ყველაფერი ნათელია რატომაა მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილის მიერ საპყრობილეში გამოკეტილი. კარგად ვიცნობ ყველა ამ საქმეს. ივანიშვილი აპირებს მიხეილ სააკაშვილის გასამართლებას იმისთვის, რომ მან არ დათმო ქართული სახელმწიფო. მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქართული სახელმწიფო შეენარჩუნებინა. ბიძინა ივანიშვილი ვერ გაიმარჯვებს, ის არის მოღალატე. ნათელია ყველაფერი, რატომ სჭირდება მას მიხეილ სააკაშვილი ციხეში. ყველას უნდა ესმოდეს, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში არის მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მან ქართული სახელმწიფოებრიობა გადაარჩინა. ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, რომ საქართველო რუსეთს ჩააბაროს. სწორედ ამიტომ სჭირდება მიხეილ სააკაშვილი ციხეში. ბიძინა ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც მოღალატეობრივი განცხადება გააკეთა და ადამიანი, რომელმაც თქვა, რომ ჩვენი ჯარი, ანწუხელიძე, ემზარ წილოსანი და უამრავი გმირი, რომელმაც თავი გასწირეს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის, იყვნენ აგრესორები.
ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ბიძინა ივანიშვილის მოღალატეობრივ განცხადებებსა და პოზიციას ვერავინ ჩამორეცხავს“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.