პარლამენტში პარტიამ „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ გენდერულ სახელფასო სხვაობასთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადება დაარეგისტრირა

პარლამენტში პარტიამ „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ გენდერულ სახელფასო სხვაობასთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადება დაარეგისტრირა. ამის შესახებ პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის” თბილისის საკრებულოს წევრმა, ნინო წულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი განცხადებით, საქართველოში „სახელფასო სხვაობებით განპირობებული გენდერული დისკრიმინაცია ძალიან მაღალია და მისი მსხვერპლი ბევრი ქალი ხდება“.
„ჩვენ, დღეს, პარტია „ხალხისთვის“ სახელით, საკანონმდებლო წინადადება დავარეგისტრირეთ იმისათვის, რომ თანაბარი ღირებულების სამუშაოს შესრულების შემთხვევაში მოქალაქემ, განურჩევლად სქესისა, თანაბარი ღირებულების შრომის ანაზღაურება მიიღოს. სამწუხაროდ, სახელფასო სხვაობებით განპირობებული გენდერული დისკრიმინაცია ძალიან მაღალია. საშუალოდ, ქალისა და მამაკაცის ხელფასების ზრდა, რომელიც ყოველწლიურად ხდება, ძალიან დიდ სხვაობას იძლევა. მაგალითად, მამაკაცის ხელფასი თუ იზრდება 221 ლარით, ქალის იზრდება 160 ლარით. ეს სტატისტიკა ამ ყველაფერს გვიჩვენებს. შესაბამისად, ასე ვთქვათ, გენდერული დისკრიმინაციის მსხვერპლი ძალიან ბევრი ქალი ხდება, მიუხედავად იმისა, რომ თანაბარი ღირებულების სამუშაოს ასრულებენ. ინიციატივა შეგვაქვს იმისთვის, რომ გაჩნდეს ტერმინი – თანაბარი ღირებულების სამუშაოს ანაზღაურება და არა მხოლოდ, თანაბარი შრომა. ეს წინადადება შეგვაქვს არა მხოლოდ შრომის კოდექსში, არამედ საჯარო სამსახურის შესახებ კანონშიც“, – განაცხადა ნინო წულაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი: უნგრეთში დიდი სკანდალია. “არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის ცენტრში” ბავშვებზე ძალადობდნენ, მათ შორის სექსუალურად. ასეთი “ცენტრების” გახსნას აპირებს “ქართული ოცნება”

ბექა კობახიძე: ეთნოგრაფიული საბჭოთა საქართველო კიდევ ცოცხალია, თავისი მეცნიერებათა აკადემიით, პარაზიტი მუქთახორებით, სადღეგრძელოების მსმელი ბიუჯეტის ქურდებით. ჟანრის კანონი მოითხოვს, ადრე თუ გვიან, კირიენკოც გამოჩნდეს