“ორჯერ დაგვასანქცირეს? ისეთი ამაყი ვარ, როგორც არასდროს” – კალაძე

დედაქალაქის მერმა ჟურნალისტებთან –ის მიერ დაწესებულ სანქციებზე საუბრისას, თქვა:
“ერთხელ ხომ ვიყავით დასანქცირებულები, ანუ, ახლა ორჯერ დაგვასანქცირეს? დღეს ვარ ისეთი ამაყი, როგორც არასდროს, რადგან ჩვენ ვართ ის ადამიანები, რომლებიც იცავენ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, ქვეყნის მშვიდობას. რაც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების დასანქცირებას, როგორც ეს გაჟღერებული იყო, აი ეს არის ზუსტად ის სიმძიმე, რაც “ოცნებას”, საქართველოს, საქართველოს ხელისუფლებას ვერაფერს ვერ დააკლებს. ისევ და ისევ ის ადამიანები ზიანდებიან, რომლებიც ამ არასწორ ნაბიჯებს დგამენ. პოლიცია იცავდა ხალხის ინტერესს. თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ შემთხვევას, რომ პოლიცია ვიღაცას გაუსწორდა. იქ იყო ბევრი ადამიანი და ისე მთავრდებოდა აქცია, თმის ღერი არ ჩამოვარდნია არცერთს”.
შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა “ქართული ოცნების” 60-ზე მეტ წევრს, მათ შორის, მათ ოჯახის წევრებს “დემოკრატიის ხელყოფისთვის” სანქციები მიმდინარე კვირას დაუწესა.

ასევე დაგაინტერესებთ