კახა კალაძე აშშ-სთან ურთიერთობის გადახედვაზე – საქართველოს მთავრობა მზად არის მეგობრობისთვის, სტრატეგიული თანამშრომლობისთვის, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ქვეყნის ინტერესების დათმობის ხარჯზე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, საქართველო მზად არის -სთან ურთიერთობების გადასახედად, მეგობრობისთვისაც, მაგრამ არა ქვეყნის ინტერესების დათმობის ხარჯზე.
მისივე განმარტებით, სტრატეგიული პარტნიორებისგან კონკრეტული მოწოდებები – „გამჭვირვალობის კანონსა“ თუ დამნაშავეების ციხიდან გათავისუფლების თაობაზე, მიუღებელია.
„როდესაც საუბარია სტრატეგიულ პარტნიორობაზე, კატეგორიულად მიუღებელია „თვალებში ნაცრის შეყრა“, გამჭვირვალობის კანონის რუსულად შეფუთვა, მიუღებელია, როდესაც კრიმინალზე გეუბნებიან გაათავისუფლეთო, თორემ ევროინტეგრაციის გზაზე დაბრკოლებები შეგექმნებათო. არაერთხელ განვაცხადეთ და ქმედებებითაც დაგვიმტკიცებია, რომ საქართველოს მთავრობა მზად არის მეგობრობისთვის, თანამშრომლობისთვის, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს ქვეყნის და ხალხის ინტერესების დათმობის ხარჯზე“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ