ისრაელის უსაფრთხოების სამსახურების განცხადებით, ირანის მიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს მკვლელობის მოწყობის მიზნით შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებით ისრაელის მოქალაქე დააკავეს

ისრაელის უსაფრთხოების სამსახურების განცხადებით, ირანის მიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს მკვლელობის მოწყობის მიზნით შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდებით ისრაელის მოქალაქე დააკავეს.
ისრაელის უსაფრთხოების სამსახურის შინ ბეთისა და ისრაელის პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილი პოლიციამ გასულ თვეში დააკავა და მისი მისიის სამიზნეებს შინ ბეთის ხელმძღვანელი, ისრაელის პრემიერ-მინისტრი და თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი წარმოადგენდნენ.
ეჭვმიტანილს, 73 წლის მოტი მამანს, ბრალი დღეს წაუყენეს.
ისრაელის უსაფრთხოების სამსახურების გამოძიების თანახმად, მამანი ბიზნესმენია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში თურქეთში ცხოვრობდა და თურქეთისა და ირანის მოქალაქეებთან საქმიანი ურთიერთობები ჰქონდა. ასევე, დაკავებული ირანში ორჯერ იქნა გადაყვანილი და მისიის შესასრულებლად თანხა მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)