ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად 11 მთამსვლელი დაიღუპა

ინდონეზიაში კუნძულ სუმატრას დასავლეთ ნაწილში ვულკან მარაპის ამოფრქვევის შედეგად 12 მთამსვლელი დაიღუპა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, 12 დაკარგულის ძებნა, უსაფრთხოების მიზნით, დროებით შეჩერებულია.
მაშველებმა 49 მთამსვლელი ევაკუირება განახორციელეს, მათ ნაწილს, მიღებული დამწვრობის გამო, მკურნალობა დასჭირდა.
მარაპი სუმატრაზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია. 1979 წლის აპრილში მის ამოფრქვევას 60 ადამიანი ემსხვერპლა.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – ახლად ჩამოსული დიპლომატები ხედავენ, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება მათ, ვინც პროტესტი გამოხატა, რის გამოც ცდილობენ, მოერგონ სიტუაციას და ფრთხილად იმოქმედონ – მოსახლეობას სჭირდება დაინახოს, რომ ქვეყანაში მტკიცე, ევროპული ხმა ისმის