სემეკსა და GCCA-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსა (GCCA) და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს GCCA-ის თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ და სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის მიზანს წარმოადგენს ენერგეტიკის სექტორში კონკურენციის კანონმდებლობის აღსრულების, კონკურენციის პოლიტიკის ეფექტიანად წარმართვისა და ჯანსაღი კონკურენტული გარემოს ხელშეწყობა, მომხმარებლის უფლებების დაცვის პოლიტიკის ეფექტიანად წარმართვა, კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება.
მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა ენერგეტიკის სფეროში კონკურენტული გარემოს გაუმჯობესებისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის მიზნით ჩაატარონ ერთობლივი ღონისძიებები, კანონმდებლობის ცალკეული დებულებების დახვეწისათვის მოამზადონ წინადადებები. ამასთანავე, მხარეები შეთანხმდნენ ახალი მიდგომების შემუშავებაზე, პრეცედენტული გადაწყვეტილებების გაზიარებასა და ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრებაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?