ნინო ლომჯარია – მომავალი არჩევნები რეფერენდუმია, სადაც დაისმება კითხვა, ავირჩევთ ევროპულ მომავალს, თუ რუსული გავლენის ქვეშ დარჩენას

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ხელისუფლების რიტორიკა თუ გადაწყვეტილებები მიანიშნებდა­ საით მიდიოდა ქვეყანა, ალბათ, ძალიან რთული წარმოსადგენი იყო, რომ ერთ დღეს მიღებული გვექნებოდა „რუსული კანონი“ და მთელი დასავლური ცივილიზაცია გამოცხადებული იქნებოდა საქართველოს სუვერენიტეტის, მშვიდობის, ეროვნული ფასეულობებისა და ღირებულებების მტრად, – ამის შესახებ პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტის“ დამფუძნებელმა, ყოფილმა სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
ლომჯარიას თქმით, მომავალი არჩევნები არის რეფერენდუმი, სადაც „დაისმება შეკითხვა, ავირჩევთ ევროპულ მომავალს თუ ავირჩევთ რუსული გავლენის ქვეშ დარჩენას“.
„საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქისთვის მომავალი არჩევნები არ არის უბრალოდ არჩევნები, ეს არის ნამდვილად რეფერენდუმი, სადაც დაისმება შეკითხვა, ავირჩევთ ევროპულ მომავალს თუ ავირჩევთ რუსული გავლენის ქვეშ დარჩენას. ახლა ქვეყნის ისტორიის მანძილზე გადამწყვეტი მომენტია. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში მთავრობის, ხელისუფლების რიტორიკა თუ გადაწყვეტილებები მიანიშნებდა საით მიდიოდა ქვეყანა, ალბათ ძალიან რთული წარმოსადგენი იყო თითოეული ჩვენგანისთვის, რომ ერთ დღეს ამ ვითარებაში აღმოვჩნდებოდით; მიღებული გვექნებოდა უცხოელი აგენტების შესახებ „რუსული კანონი“ და მთელი დასავლური ცივილიზაცია და სამყარო იქნებოდა გამოცხადებული საქართველოს სუვერენიტეტის, მშვიდობის, ეროვნული ფასეულობებისა და ღირებულებების საფრთხედ და მტრად. თითქმის ყოველი დღე ჩვენთვის შოკისმომგვრელია. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია მომავალ არჩევნებზე მაღალი აქტივობა. ვფიქრობ, ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც შეიძლება, რომ საქართველოს მოქალაქეებმა გავაკეთოთ. პირველი – წავიდეთ არჩევნებზე და ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ. მეორე – ვისაც სურვილი და შესაძლებლობა აქვს, დააკვირდეს არჩევნებს. ჩვენი, ხალხის დასაცავია ჩვენი არჩევანია“, – აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი ხაზარაძე- გახარიაზე – ეს არ არის ამ ორი სუბიექტის კეთილი ნება, ეს არის გარკვეული გარე დავალების რეალიზაციის პროცესი – კოალიციას შექმნიან, ეს სცენარი წინასწარ დაწერილია და მის რეალიზაციას წინ არაფერი დაუდგება