ჩვენი მხრიდან [გუნდში] პოზიციები თითქმის შეჯერებულია – ხაზარაძე გახარიასთან გაერთიანებაზე

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, „ძლიერი საქართველოს“ კოალიციის წევრებს შორის თითქმის შეჯერებული პოზიციები გახარიას პარტიასთან გაერთიანებაზე.
ამის შესახებ ხაზარაძემ ჟურნალისტებს დღეს, 19 სექტემბერს, განუცხადა პრეზიდენტის შუამავლობით მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დაწყებამდე.
„ველოდებით პრეზიდენტის მიერ დანიშნულ საათს. ჩვენი მხრიდან [გუნდში] პოზიციები, თითქმის, შეჯერებულია“, – განაცხადა მ.
თავის მხრივ, გახარიას პარტიაში აცხადებენ, რომ ხაზარაძე შეთანხმებას ვერ აღწევს თავის კოალიციაში შემავალ პარტნიორებთან. „ძლიერი საქართველოს“ კოალიციაში ერთიანდებიან: „ლელო“, „მოქალაქეები“, „ხალხისთვის“ და „თავისუფლების მოედანი“. აქედან ცნობილია, რომ გახარიასთან გაერთიანებას მხარს უჭერს.
„როგორც ჩანს, „ლელო“ ვერ ახერხებს შეთანხმების მიღწევას მის პარტნიორებთან. დაველოდოთ, ვნახოთ“, – განაცხადა „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა.
„ძლიერი საქართველოსა” და ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას შორის გაერთიანებაზე მოლაპარაკებები პრეზიდენტის შუამავლობით მიმდინარეობს. უკვე ჩატარდა ორი რაუნდი. ისინი ამბობენ, რომ მოლაპარაკებები სავარაუდოდ, დღეს, 19 სექტემბერს დასრულდება.
გიორგი გახარიას თქმით, წუხელ გარკვეული შეთანხმებები შედგა, მათ შორის — აქამდე პრობლემურ პარიტეტის საკითხზე.
მამუკა ხაზარაძემ კი აღნიშნა, რომ „პრინციპულად”, მხარეები ახლოს არიან შეთანხმებასთან. მანვე ხაზი გაუსვა, რომ გადაუწყვეტელი საკითხები არ უკავშირდება თანამდებობებსა და საარჩევნო სიებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა ხაზარაძე – გახარიამ შემოგვთავაზა ისეთი რამ, რომელიც არათუ ჯანსაღ გონებაში ეტევა, არამედ, რაღაც სპეცოპერაციას ჰგავს – ეს იყო პრაქტიკულად დანგრევა იმისა, რასაც ჩვენ აქამდე ვაშენებდით

მამუკა ხაზარაძე – ჩემი კოალიციური პარტნიორები: ანა დოლიძე, ალეკო ელისაშვილი და ლევან ცუცქირიძე შეხვდნენ პრეზიდენტს, შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ეს გაერთიანება ქვეყნისთვის საჭიროა და ამ მანდატით ვსაუბრობდი მოლაპარაკებაზე