ბალდის პროტესტის მონაწილე ინდიკო ბჟალავა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ბალდის კანიონთან მშენებლობის საწინააღმდეგო მოძრაობის ერთ-ერთი წევრი ინდიკო ბჟალავა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
ამის შესახებ ინფორმაციას მოძროაბა „ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად“ ავრცელებს.
„ინდიკო ბჟალავა თავისუფალია! 98 დღიანი უსამართლო პატიმრობის შემდეგ, სასამართლომ ინდიკოს წინასწარი პატიმრობა გირაოთი შეცვალა! ეს გამარჯვება ჩვენი გრძელვადიანი ბრძოლისა და შეუპოვრობის დამსახურებაა“, – წერს მოძრაობა.
ბალდის კანიონთან დაგეგმილი მშენებლობის მოწინააღმდეგეებს, რომლებიც უკვე რამდენიმე თვეა კარვებში აპროტესტებენ შპს „კანიონი 350-ის“ მიერ მიმდინარე სამუშაოებს, 11 ივნისს ღამით თავს დაესხნენ, რა დროსაც ორი პირი დაჭრეს. დაჭრის საქმეზე პოლიციამ ორი პირი დააკავა.
რაც შეეხება ინდიკო ბჟალავას, ის 12 ივნისს დააკავეს მუქარის ბრალდებით დააკავეს. მოძრაობის წევრების თქმით, მათზე თავდასხმაში მონაწილე პირის მეუღლე ბჟალავას აბრალებს, რომ სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

ასევე დაგაინტერესებთ