დენიელ ფრიდი – ძალიან საინტერესოა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ეს ნაბიჯი წინასაარჩევნოდ გადადგა – ისინი ცდილობენ გააფრთხილონ საქართველოს მთავრობა, რომ ამ გზაზე არ იარონ, თუმცა, არ ვიცი, უსმენს თუ არა

ჩემთვის ძალიან საინტერესოა, რომ მათ [-ის სახელმწიფო დეპარტამენტი] ეს ნაბიჯი წინასაარჩევნოდ გადადგეს. ისინი ცდილობენ გააფრთხილონ საქართველოს მთავრობა, რომ ამ გზაზე არ იარონ, თუმცა, არ ვიცი, უსმენს თუ არა ამას საქართველოს მთავრობა,- ამის შესახებ ყოფილმა ამერიკელმა დიპლომატმა, „ატლანტიკური საბჭოს“ უფროსმა მკვლევარმა დენიელ ფრიდმა „ამერიკის ხმასთან“ განაცხადა.
მისი თქმით, ამერიკის მთავრობა საქართველოს ხელისუფლებას უკვე დიდი ხანია აფრთხილებს, რომ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები საქართველოს დემოკრატიაზე, მის თავისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებაზეა დაფუძნებული.
„ამერიკა არც მაშინ იყო კმაყოფილი, როდესაც 2007 წელს სააკაშვილი ხალხს არასწორად ექცეოდა, ასე რომ, ეს პარტიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი არაა. მაგრამ როგორც ჩანს, ქართული ოცნების მთავრობა უფრო შორს წავიდა და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლას ახდენს. ბაიდენის ადმინისტრაციამ მორიგი ნაბიჯი გადადგა და დაასახელა საქართველოს მთავრობის ის წევრები, რომლებიც ამაზე პასუხისმგებელი არიან.
ჩემთვის ძალიან საინტერესოა, რომ მათ ეს ნაბიჯი წინასაარჩევნოდ გადადგეს. ისინი ცდილობენ გააფრთხილონ საქართველოს მთავრობა, რომ ამ გზაზე არ იარონ. თუმცა, არ ვიცი, უსმენს თუ არა ამას საქართველოს მთავრობა. ეს იყო ძალიან ფრთხილად გააზრებული ნაბიჯი. ბაიდენის ადმინისტრაცია, სახელმწიფო დეპარტამენტი და ეროვნული უსაფრთხოების საბჭო არ არიან მოტივირებული რაიმე ტიპის ემოციებით, ან ბრაზით, ან რაიმე მსგავსით. ისინი ძალიან მიზანმიმართულად და დაფიქრების შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებას, როგორ მიუდგნენ ამ საკითხს“, – განაცხადა დენიელ ფრიდმა.