თამარ კორძაია – მიგვაჩნია, რომ ის 14 მილიარდი, რომელიც უნდა მოვიზიდოთ, გამარჯვების შემდეგ აუცილებლად მოხმარდება, მათ შორის, სტუდენტებსაც, რათა მათ რეალურად მიეცეთ სწავლის საშუალება და მიეცეთ შესაძლებლობა, არ იფიქრონ ბინის ქირაზე

მიგვაჩნია, რომ ის 14 მილიარდი, რომელიც უნდა მოვიზიდოთ, გამარჯვების შემდეგ აუცილებლად მოხმარდება, მათ შორის, სტუდენტებსაც, რათა მათ რეალურად მიეცეთ სწავლის საშუალება და მიეცეთ შესაძლებლობა, არ იფიქრონ ბინის ქირაზე, ასევე, შევეცდებით, დავასუბსიდიროთ მათი ცხოვრების ხარჯები, – ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ კორძაიამ განაცხადა.
როგორც კორძაიამ აღნიშნა, სტუდენტები იმსახურებენ ქვეყანას, სადაც კანონები არის სამართლიანი და მათ შესაძლებლობებს ეძლევა ფართო ასპარეზი.
“2010 წლიდან სტუდენტებს ვასწავლი სამართალს და მათ ძალიან კარგად იციან სხვაობა უსამართლო და სამართლიან კანონებს შორის. ძალიან კარგად ხედავენ იმას, რომ დღეს ქვეყანაში უსამართლო კანონებია, რომლებიც მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახება, აისახება მათი სწავლის ხარისხზე. ამიტომ, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის 14 მილიარდი, რომელიც უნდა მოვიზიდოთ, გამარჯვების შემდეგ აუცილებლად მოხმარდება, მათ შორის, სტუდენტებსაც, რათა მათ რეალურად მიეცეთ სწავლის საშუალება და მიეცეთ შესაძლებლობა, არ იფიქრონ ბინის ქირაზე, რომელიც დღესდღეობით იმდენად მაღალია, რომ მისი გადახდა სტუდენტისთვის, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ამიტომ ჩვენ ვპირდებით სტუდენტებს, რომ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ავუშენებთ კამპუსებს, სადაც შეეძლებათ ცხოვრება, ეს იქნება ათასობით სტუდენტზე გათვლილი და მათ შორის, ჩვენ ვეცდებით, დავასუბსიდიროთ მათი ცხოვრების ხარჯები, რათა მათ არ ჰქონდეთ საფიქრალი ბინაზე, საკვებზე და საზრუნავად დარჩეთ მხოლოდ სწავლა. სტუდენტები იმსახურებენ ქვეყანას, სადაც კანონები არის სამართლიანი და მათ შესაძლებლობებს ეძლევა ფართო ასპარეზი”, – განაცხადა თამარ კორძაიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება