ფოთელი სპორტსმენი სპორტულ კარიერას იტალიაში „Basket Casapulla“ გააგრძელებს

ფოთელი სპორტსმენი ნიკოლოზ მესხი სპორტულ კარიერას იტალიაში „Basket Casapulla“-ში გააგრძელებს, სადაც ის ს „ირაოდან“ გადავიდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ახალგაზრდა სპორტსმენს ფოთის მერმა, ბექა ვაჭარაძემ უმასპინძლა და წარმატება უსურვა.
„ნიკოლოზ მესხმა, სიმბოლურად ჩემს კაბინეტში მოაწერა ხელი იტალიურ კლუბთან 4 წლიან კონტრაქტს. ფოთის კალათბურთის სკოლის ისტორიაში მსგავსი ტრანსფერის შემთხვევა აქამდე არ ყოფილა. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, ასეთ სპორტსმენებს გზა გავუკვალოთ და უფრო და უფრო მეტის მიღწევაში შევუწყოთ ხელი. ვულოცავ ნიკოლოზს ამ წარმატებას და ვუსურვებ კიდევ უფრო დიდი მწვერვალების დაპყრობას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა სპორტსმენს სათანადო პირობები შევუქმნათ ჩვენს ქალაქში”, – განაცხადა ბექა ვაჭარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე – ამ ხელისუფლების მიერ ძალაუფლების შენარჩუნების შემთხვევაში საქართველოს სრული საერთაშორისო იზოლაცია ელოდება, მათ შორის საფინანსო-ეკონომიკური კუთხით – ხალხმა გამოუსწორებელი შეცდომა არ უნდა დაუშვას

ISFED – ჩვენი დამკვირვებლები ხშირად იღებენ ინფორმაციას, რომ საარჩევნო კამპანიაში მმართველი პარტიის სასარგებლოდ ჩართული პირები ამომრჩეველზე, მათ შორის საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულებზე, ზეწოლას სხვადასხვა გზით ცდილობენ