„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები ახალციხის მოსახლეობასთან გრძელდება

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის დელეგატი ანტონ ობოლაშვილი, ახალციხის სოფლების: ხაკის, საძელის, ყულალისის, ორალის, პატარა პამაჯისა და დიდი პამაჯი მოსახლეობას შეხვდა.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მნიშვნელობაზე, შეაჯამა სოფლებში განხორციელებული პროექტები.
„ქართული ოცნება“ ეროვნული ინტერესების დაცვასა და ქვეყნის განვითარებაზეა ორიენტირებული. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ საკონსტიტუციო უმრავლესობა შექმნის ყველაზე მყარ გრძელვადიან გარანტიას ჩვენი ქვეყნის შეუქცევადი განვითარებისათვის“, – განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი – ირაკლი ლაზარაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე – დავით ლომიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

რომან გოცირიძე – ამ ხელისუფლების მიერ ძალაუფლების შენარჩუნების შემთხვევაში საქართველოს სრული საერთაშორისო იზოლაცია ელოდება, მათ შორის საფინანსო-ეკონომიკური კუთხით – ხალხმა გამოუსწორებელი შეცდომა არ უნდა დაუშვას

ISFED – ჩვენი დამკვირვებლები ხშირად იღებენ ინფორმაციას, რომ საარჩევნო კამპანიაში მმართველი პარტიის სასარგებლოდ ჩართული პირები ამომრჩეველზე, მათ შორის საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულებზე, ზეწოლას სხვადასხვა გზით ცდილობენ