თბილისში „ქეი-ეფ-სი“-ს მე-15 რესტორანი გაიხსნა

„ქეი-ეფ-სი საქართველო“, რესტორნების ქსელის გაფართოებას განაგრძობს – კომპანიამ ქვეყნის მასშტაბით მეთხუთმეტე ობიექტი გახსნა.
„ქეი-ეფ-სი“-ს ახალი რესტორანი სტუმრებს ქ.თბილისში, ლუბლიანას ქ. N32 უმასპინძლებს.
KFC (Kentucky Fried Chicken) ამერიკული სწრაფი კვების რესტორნების ქსელია, რომელიც სახელგანთქმულია ქათმის მომზადების ლეგენდარული, საიდუმლო რეცეპტით. იგი 1930 წელს დაარსდა კენტუკის შტატში () კოლონელ ჰარლანდ სანდერსის მიერ, რომელმაც უმოკლეს ვადაში შეძლო სახელი გაეთქვა თავისი რეცეპტებით არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
საქართველოში „ქეი-ეფ-სი“-ს რესტორნების ქსელი 2014 წლიდან ოპერირებს, კომპანია ყოველწლიურად განაგრძობს გაფართოებას და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას.
ლუბლიანას ქუჩაზე მდებარე „ქეი-ეფ-სი“ გათვლილია 150-მდე სტუმარზე. რესტორანი იმუშავებს ყოველდღიურად 10 საათიდან – 03:00 საათამდე, მიტანის და თან წაღების სერვისით სარგებლობა ასევე იქნება შესაძლებელი 10 საათიდან – 03:00 საათამდე.
შეგახსენებთ რომ „ქეი-ეფ-სი“-ს რესტორნები სრულად შეესაბამება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებს.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი: უნგრეთში დიდი სკანდალია. “არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის ცენტრში” ბავშვებზე ძალადობდნენ, მათ შორის სექსუალურად. ასეთი “ცენტრების” გახსნას აპირებს “ქართული ოცნება”

ბექა კობახიძე: ეთნოგრაფიული საბჭოთა საქართველო კიდევ ცოცხალია, თავისი მეცნიერებათა აკადემიით, პარაზიტი მუქთახორებით, სადღეგრძელოების მსმელი ბიუჯეტის ქურდებით. ჟანრის კანონი მოითხოვს, ადრე თუ გვიან, კირიენკოც გამოჩნდეს