ლაშა ბაქრაძე – 10 ათასამდე სტუდენტისთვის შეიქმნება საცხოვრებელი, სადაც მათ ადამიანური პირობები და ნორმალური ძილის საშუალება მიეცემათ

ჩვენ ვპირდებით სტუდენტებს, რომ 10 ათასამდე სტუდენტისთვის შეიქმნება საცხოვრებელი, სადაც მათ ადამიანური პირობები და ნორმალური ძილის საშუალება მიეცემათ. ისევე როგორც ევროპის ქვეყნებში, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენთანაც იყოს კამპუსები, რადგან რაც არის, ვერანაირად ვერ აკმაყოფილებს სტუდენტთა მოთხოვნილებას,- ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა მ თსუ-ს პირველ კორპუსთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მას სტუდენტების წინაშე არსებულ გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მათ უჭირთ როგორც ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნა, ასევე ტრანსპორტირება.
„ჩვენ, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებმა ყველაზე კარგად ვიცით ქართველ სტუდენტთა წინაშე მდგარი პრობლემების შესახებ. უკვე ვისაუბრეთ, რომ ბინის ქირა ძალიან მაღალია და მის დასაფარად სტუდენტებს უწევთ მუშაობა, რათა ჰქონდეთ ქირის გადახდისა და ელემენტარული ცხოვრების საშუალება, ხოლო ძალიან ბევრი მუშაობა არ აძლევს მათ იმის შესაძლებლობას, რომ უკეთესად ისწავლონ. აღსანიშნავია ასევე სატრანსპორტო პრობლემები, მაგალითად, მაღალი ქირის გამო, ჩემი სტუდენტების დიდი ნაწილი რუსთავში ცხოვრობს და რუსთავიდან თბილისში ჩამოსვლა ძალიან ძნელია.
ჩვენ ვპირდებით სტუდენტებს, რომ 10 ათასამდე სტუდენტისთვის შეიქმნება საცხოვრებელი, სადაც მათ ადამიანური პირობები და ნორმალური ძილის საშუალება მიეცემათ. ისევე როგორც ევროპის ქვეყნებში, ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენთანაც იყოს კამპუსები, რადგან რაც არის, ვერანაირად ვერ აკმაყოფილებს სტუდენტთა მოთხოვნილებას. სტუდენტებს უნდა შეეძლოთ, რომ უფრო მობილურები იყვნენ. ასევე მნიშვნელოვანია, სტუდენტებისთვის შეიქმნას სამუშაო ადგილები, სადაც მათ ექნებათ ღირსეული პირობები და არ დაეძინებათ ლექციების მიმდინარეობისას”, -განაცხადა ლაშა ბაქრაძემ, რომლის კომენტარსაც „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ