ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo &Partners” ვიცე-პრეზიდენტი – „ქართული ღვინო სრულყოფილია, ამერიკის შეერთებულ შტატებში იზრდება ქარვისფერი ღვინის მოხმარება

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo &Partners” ორგანიზებით, საქართველოში ამერიკელი ღვინის პროფესიონალების ტური ჩატარდა.
როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოში განმარტავენ, 12-კაციანი ჯგუფის შემადგენლობაში იყვნენ ღვინით ვაჭრობის სფეროს და „Colangelo&Partners”-ის წარმომადგენლები.
მათივე ინფორმაციით, წარმოადგენს ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს, სადაც, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური და ორგანიზაციული მხარდაჭერით, აქტიური მარკეტინგული კამპანია ხორციელდება. სააგენტოს ცნობით, ამერიკელი ღვინის პროფესიონალების ვიზიტები წარმოადგენს აღნიშნული კამპანიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას. ვიზიტების ფარგლებში, სტუმრები ადგილზე ეცნობიან ქართულ ღვინოებს, მის ისტორიას და კულტურას.
ტურის ფარგლებში, ღვინის პროფესიონალები ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს კახეთსა და ქართლში ესტუმრნენ, სადაც ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიას გაეცნენ, ადგილზე დააგემოვნეს როგორც კლასიკური, ასევე ტრადიციული მეთოდით დამზადებული ქართული ღვინოები.
„ამერიკის შეერთებულ შტატებში იზრდება ქარვისფერი ღვინის მოხმარება და რესტორნების ღვინის მენიუს ჩამონათვალში უფრო და უფრო მეტად გვხვდება. შეიძლება ითქვას, რომ ქართული ღვინო სრულყოფილია და ის საუკეთესოა სხვადასხვა განსხვავებული ტიპის სამზარეულოსთვის. მე ვფიქრობ, რომ რესტორნის სომელიეები, ღვინის სააგენტოების ხელმძღვანელები, სასტუმროების საკვებისა და სასმელების ოპერატორები უნდა ჩამოვიდნენ საქართველოში ამ ხარისხის მრავალფეროვნების სანახავად და შეიტანონ ის თავიანთ ქვეყნებში ღვინის კატეგორიის გასაზრდელად“, – აღნიშნა „Colangelo & Partners”-ის ვიცე-პრეზიდენტმა პოლ იანონმა (Paul Yanon).
ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, „Colangelo & Partners“ აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას 2022 წლიდან ახორციელებს. „Colangelo & Partners“ ერთ-ერთი უმსხვილესი მარკეტინგული კომპანიაა, რომელიც ამერიკის ბაზარზე 15 წელზე მეტია ოპერირებს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და მხარდაჭერით, აშშ-ში განხორციელებულმა მომხმარებელზე ორიენტირებულმა სარეკლამო კამპანიამ და ისეთ მედია საშუალებებთან თანამშრომლობამ, როგორიც არის CBS და CNN, წარმატებულად იმუშავა და შედეგად, 2023 წლის მეოთხე კვარტალში და 2024 წლის განვლილი პერიოდში ქართული ღვინის გაყიდვების უპრეცენდენტო ზრდა დაფიქსირდა. მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 900 ათას ლიტრამდე ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 66%-ით აღემატება.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება