პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს გლდანში აგრძელებს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გლდანის დელეგატი ვლადიმერ ბოჟაძე, კონიაკის დასახლებაში, ილორის N10-ის მიმდებარედ მოსახლეობას შეხვდა.
„ქართული ოცნების” ინფორმაციით, დელეგატმა შეხვედრაზე ისაუბრა განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე. 2024 წლის არჩევნების მნიშვნელობასა და იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც მათი გუნდი დგას.
„მოხიბლული ვარ, ამ ხალხის მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებითა და სახელმწიფოებრივი აზროვნებით. ისინი კარგად აცნობიერებენ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას და მზად არიან მართვის მანდატი კიდევ ერთხელ ანდონ „ქართულ ოცნებას“. ეს რთული და გამოწვევებით სავსე პერიოდი მალე გაივლის და საქართველოს სანუკვარი ოცნების ასრულებით, სოხუმსა და ცხინვალში ჩვენი დაბრუნებით დასრულდება! “- განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.
შეხვედრას ესწრებოდა გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება