ახალ კალედონიაში პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერაციის დროს ორი ადამიანი დაიღუპა

ახალ კალედონიაში პოლიციის მიერ ჩატარებული ოპერაციის დროს ორი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ფრანგულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სულ, მაისის შემდეგ, ახალ კალედონიაში, ადგილობრივ კანაკებსა და ფრანგ ლოიალისტებს შორის დაწყებული არეულობის შედეგად, 13 ადამიანი დაიღუპა.
შეგახსენებთ, ახალ კალედონიაში არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ ხმის მიცემის უფლების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებას მხარი დაუჭირა. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საკამათო რეფორმის გეგმა ივნისში შეაჩერა. კანაკები შიშობდნენ, რომ აღნიშნული რეფორმა ადგილობრივი მოსახლეობის ხმების წილს შეამცირებდა და მომავალში დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარებას გაართულებდა.

ასევე დაგაინტერესებთ