კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერს, მამუკა ხაზარაძესა და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიას შორის მოლაპარაკებები, ორბელიანების სასახლეში, დღეს განახლდება.
გაერთიანებასთან დაკავშირებით კონსულტაციები დღის მეორე ნახევარშია ჩანიშნული.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრა ორბელიანების სასახლეში გვიან ღამით დასრულდა.
როგორც შეხვედრის შემდგომ, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, მოლაპარაკების გაჭიანურება დაკავშირებული არ არის თანამდებობების და საარჩევნო სიების განაწილებასთან.
თავის მხრივ, გიორგი გახარიას ინფორმაციით, შეთანხმებები გარკვეულ საკითხებზე უკვე არსებობს.
ასევე შეგახსენებთ, რომ, ორბელიანების სასახლეში “ძლიერი საქართველოს” ლიდერს, მამუკა ხაზარაძესა და “გახარია – საქართველოსთვის” ლიდერს გიორგი გახარიას შორის პირველი შეხვედრა 17 სექტემბერს შედგა, თუმცა აუდიენცია კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა.
ლიდერები გაერთიანებასთან დაკავშირებით მოსალაპარაკებლად პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში 16 სექტემბერს მიიწვია.