„კამერებში ჩანს, როგორ მიდის მამაკაცი ნელი ნაბიჯებით მკვლელობის შემდეგ…“ – სად დააკავა პოლიციამ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული

პოლიციამ კამერები მაშინვე ამოიღო, როცა საგამოძიებო მოქმედებები დაიწყო. ჩვენ გვერდით ქუჩაზე ვცხოვრობთ და კორპუსი აღჭურვუილი გვაქვს კამერებით. ჩვენთან იყო პოლიცია მოსული და ამოიღო ჩანაწერი. კადრებში ჩანს, როგორი მშვიდი ნაბიჯით მიდის მკვლელობაში ბრალდებული, რომელსაც შავი მაისური აცვია. პოლიცია, მაშინვე იმ მიმართულებით გაიქცა, როგორც კი კადრები ნახა,- ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ერთ-ერთმა ადგილობრივმა განუცხადა.
მისი თქმით, სახლში იმყოფებოდა, როცა დაურეკეს, რომ პოლიციას კამერების ჩანაწერები აინტერესებდა.
ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, კესარიას მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. როგორც ადგილობრივები ამბობენ, საგამოძიებო მოქმედებები მთელი ღამით მიმდინარეობდა. გამთენიისას კი ცნობილი გახდა, რომ მკვლელი დააკავეს.
პრაიმტაიმის ინფორმაციით, ბრალდებული ქუთაისის აეროპორტში აიყვანეს და ის სავარაუდოდ, ქვეყნის დატოვებას გეგმავდა.

ასევე დაგაინტერესებთ