ლობჟანიძემ მესის გუნდს კვლავ გაუტანა – უხვგოლიანი მატჩი MLS-ში [VIDEO]

MLS-ის მორიგ ტურში “ატლანტა იუნაიტედმა” მაიამის “ინტერს” უმასპინძლა. მატჩი ფრედ, 2:2 დასრულდა. აღნიშნულ შეხვედრაში თავის გამოჩენა საბა ლობჟანიძემ მოახერხა და 56-ე წუთზე თავური დარტყმით გოლი გაიტანა.
ლიონელ მესიმ თამაში სათადარიგოთა სკამიდან დაიწყო და მოედანზე 61-ე წუთზე შევიდა.
ლობჟანიძის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 7 გატანილი გოლი და 6 საგოლე პასია. “ატლანტა იუნაიტედი” MLS-ის სატურნირო ცხრილში 32 ქულით მე-11 ადგილს იკავებს. საბას გუნდი მორიგ შეხვედრას 22 სექტემბერს, “ნიუ იორკ რედ ბულზის” წინააღმდეგ გამართავს.
მაიამის “ინტერი” 63 ქულით 1-ელ ადგილს იკავებს. “ფლორიდელები” 21 სექტემბერს
“ნიუ იორკ სიტის” დაუპირისპირდებიან.