შვეიცარიის საფონდო ბირჟა კრიპტოვალუტით ვაჭრობის დაწყების შესაძლებლობას იკვლევს

შვეიცარიის საფონდო ბირჟა, რომელიც SIX Group-ს ეკუთვნის, იკვლევს ევროპაში კრიპტოვალუტებით ვაჭრობის პლატფორმის შექმნის შესაძლებლობას, წერს Financial Times.
ჯგუფს სურს დაიკავოს პოზიცია ბაზარზე, სადაც დიდი ხანია დომინირებენ კომპანიები, როგორიცაა Binance, OKX და Coinbase. ის განიხილავს თავისი რეპუტაციისა და შვეიცარიის მოწინავე კრიპტოვალუტის კანონების გამოყენებას დიდი ტრადიციული ინვესტორების მისაზიდად, რომლებიც სულ უფრო მეტად ინტერესდებიან ციფრული აქტივებით ვაჭრობით.
კრიპტოვალუტა სულ უფრო აღიარებული აქტივების კლასი ხდება, ამბობს ბიორნ სიბერნი SIX ჯგუფიდან. „ჩვენ ვხედავთ ტენდენციას, რომ უფრო და უფრო მეტი გლობალური ბანკი და ინსტიტუტი აქცევს ყურადღებას კრიპტოვალუტებს, ბირჟა იკვლევს შესაძლებლობას შექმნას „პლატფორმა, სადაც ჩვენ შეგვიძლია გავამარტივოთ ვაჭრობა, იქნება ეს კრიპტოვალუტა თუ დერივატივკები“ – განუცხადა მან FT–ს.
ვრცლად interfax – ზე