აღმაშენებლის გამზირზე მომხდარი დაჭრისა და მკვლელობის მცდელობის საქმეზე დაკავებულის მეზობელი – ხელოსანი კაცია, არანაირი ბიზნესი არ ჰქონია – ბიზნესმენი რომ იყოს, ასეთ პირობებში იცხოვრებდა?

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მომხდარი დაჭრისა და მკვლელობის მცდელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
დაკავებულ ნოდარ ვაშაკიძის მეზობლის განცხადებით, შემთხვევის მომენტში დაზარალებულიც და დაკავებული მამაკაციც ნასვამი იყვნენ. ამასთან, მეზობელი უარყოფს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, სისხლიანი გარჩევა ბიზნესწილების გადანაწილებას უკავშირდება.
„ვაშაკიძეს 38 წელია ვიცნობ, უწესიერესი, ხელოსანი ბიჭია. ბოლო დროს, თუ არ ვცდები, ნათესავთან მუშაობდა. არანაირი ბიზნესი არ ჰქონია. რამდენადაც ვიცი, დაჭრილს იცნობდა. აქ ძმები ცხოვრობენ, ორივე ხელობაზე მუშაობს. შეძლების ნაწილში ფაქტი სახეზეა, ბიზმესმენი რომ იყოს, ასეთ პირობებში იცხოვრებდა?
ნასვამი იყო ესეც, ნასვამი ყოფილა ისიც, ეტყობა, შელაპარაკება მოხდა, რა, როგორ იყო, არ ვიცი. კონფლიქტური არასდროს ყოფილა, თუ რამე კონფლიქტი ხდებოდა, პირიქით, სულ ცდილობდა დაელაგებინა… ადგილზე დააკავეს, პოლიცია იქ იყო, მთელი ზაარბრიუკენის მოედანი გადაკეტილი იყო“, – განაცხადა მეზობელმა.
არსებული ინფორმაციით, ნოდარ ვაშაკიძე წარსულში ნასამართლევია.
ცნობისთვის, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნოდარ ვაშაკიძემ 38 წლის თეიმურაზ ანჯაფარიძეს ცივი იარაღით დაზიანებები მიაყენა. ვაშაკიძემ დანით დაზიანება მიაყენა გამოძახების შედეგად შემთხვევის ადგილზე გამოცხადებულ საპატრულო პოლიციის თანამშრომელსაც.
ნოდარ ვაშაკიძე განზრახ მკვლელობის მცდელობის და სამსახურებრივი საქმიანობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.
რაც შეეხებათ დაჭრილებს, 23 წლის პოლიციელის, გიგი ოთიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ის კლინიკა „ჰელსიკორშია“ მოთავსებული. 38 წლის თეიმურაზ ანჯაფარიძე კი ალადაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ნოდარ ვაშაკიძეს ბრალს სავარაუდოდ, ხვალ წაუყენებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს