გაერო-მ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ისრაელს პალესტინის ტერიტორიების დატოვებისკენ მოუწოდებს

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც სგან მოითხოვს, შეწყვიტოს პალესტინის ტერიტორიების ოკუპაცია 12 თვეში, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მას სანქციებით ემუქრება.
კერძოდ, რეზოლუცია, რომელიც არასავალდებულო დოკუმენტია, მოითხოვს პალესტინის ტერიტორიებიდან ისრაელის ჯარების გაყვანას, ახალი დასახლებების მშენებლობის შეწყვეტას, მიტაცებული მიწებისა და ქონების დაბრუნებას და დევნილი პალესტინელების დაბრუნების შესაძლებლობას.
დოკუმენტს მხარი 124-მა სახელმწიფომ დაუჭირა, 14-მა წინააღმდეგი იყო, ხოლო 43-მა თავი შეიკავა.
პალესტინის ხელისუფლების მუდმივმა დამკვირვებელმა გაერო-ში, რიად მანსურმა თქვა, რომ დოკუმენტის მიზანია გამოიყენოს საერთაშორისო საზოგადოების ზეწოლა და საერთაშორისო სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილების ზეწოლა, რათა ისრაელი აიძულოს თავისი ქცევა შეცვალოს.
ისრაელმა რეზოლუცია კატეგორიულად უარყო. გაერო-ში ისრაელის მუდმივმა წარმომადგენელმა, დენი დანონმა კენჭისყრას სამარცხვინო გადაწყვეტილება უწოდა.
„იმის ნაცვლად, რომ აღნიშნოს 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტის წლისთავი „ჰამასის“ დაგმობით და დარჩენილი მძევლების გათავისუფლების მოწოდებით, გენერალური ასამბლეა აგრძელებს ცეკვას პალესტინის ხელისუფლების მელოდიაზე, რომელიც მხარს უჭერს მკვლელებს „ჰამასიდან“, – განაცხადა დანონმა.

ასევე დაგაინტერესებთ