გიორგი კეკელიძე: ძალიან ვწუხვარ კესარია აბრამიძის მკვლელობის გამო. იმ ხალხის გამოც არანაკლებ ვწუხვარ, ვინც …

მწერალი კესარია აბრამიძის მკვლელობას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„ძალიან ვწუხვარ კესარია აბრამიძის მკვლელობის გამო. იმ ხალხის გამოც არანაკლებ ვწუხვარ, ვინც, ზუსტად ვიცი, ახლა იქედნური ქირქილით ჯოჯოხეთში მიუჩენს ადგილს“, – წერს გიორგი კეკელიძე.

 

შეგახსენებთ, ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლეს. იგი, თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საკუთარ სახლში იპოვეს მკვდარი. მკვლელობის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

ასევე დაგაინტერესებთ