ელისო კილაძე: ვერც დავდებ, ვერც გაგიზიარებთ-უმძიმესი ფოტოა, უმოწყალოდ აჩეხილი კესარია

“ვერც დავდებ, ვერც გაგიზიარებთ-უმძიმესი ფოტოა, სისხლის გუბეში, უმოწყალოდ აჩეხილი კესარია, რომელიც როგორც ჩანს, მკვლელს დაბმული ყავდა თოკებით, ხელით და ფეხით!
როდის ხდებიან ადამიანები ასეთი პირუტყვები, როდის?!
სიკვდილიცაა და სიკვდილიც…” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ელისო კილაძე. 
შეგახსენებთ, ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლეს. იგი, თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საკუთარ სახლში იპოვეს მკვდარი. მკვლელობის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

ასევე დაგაინტერესებთ