უეფა-ს ახალგაზრდული ლიგაზე თბილისის “დინამომ” “ბუდუჩნოსტს” კომპენსირებულ დროში სძლია

უეფა-ს ახალგაზრდული ლიგის (19-წლამდელები) პირველი ეტაპის პირველ მატჩში თბილისის “დინამომ” სახლში პოდგორიცას “ბუდუჩნოსტს” 3:2 მოუგო.
თავიდან სტუმრები დაწინაურდნენ, საბა სამუშიამ ანგარიში მალევე გაათანაბრა, თუმცა მონტენეგროელებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს და პირველი ტაიმი 1:2 დასრულდა. 55-ე წუთზე ნიკოლოზ ცეცხლაძემ თანაფარდობა აღადგინა, კომპენსირებულ დროში კი გამარჯვების გოლი ნიკოლოზ ჩიქოვანმა გაიტანა.
საპასუხო შეხვედრა 2 ოქტომბერს გაიმართება. მომდევნო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში, ვალერი გაგუას გუნდი “ტრაბზონსპორს” დაუპირისპირდება.