ჩემპიონთა ლიგა. I ტური: “სლოვანი” გლაზგოში განადგურდა – პსჟ-მა “ჟირონას” ძლივს მოუგო

„სლოვანი“ შოტლანდიაში „სელტიკთან“ 1:5 დამარცხდა. ბრატისლავურ გუნდში გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა. ტურნირზე შემდეგ მატჩს „სლოვანი“ 1-ელ ოქტომბერს, საკუთარ მოედანზე „მანჩესტერ სიტისთან“ ჩაატარებს.
„დორტმუნდმა“ გასვლაზე „ბრიუგეს“ 3:0 მოუგო, პსჟ-მა კი საკუთარ მოედანზე „ჟირონას“ 1:0. „მანჩესტერ სიტის“ და „ინტერის“ დაპირისპირება 0:0 დასრულდა.
სელტიკი – სლოვანი 5:1
გოლები: 1:0 სკეილზი (17), 2:0 ფურუჰასი (47), 3:0 ენგელსი (56, პენ), 1:3 ვიმერი (60), 4:1 მაედა (70), 5:1 იდა (86)
ბრიუგე – დორტმუნდი 0:3
გოლები: 0:1 გიტენსი (76), 0:2 გიტენსი (86), 0:3 გირასი (60+5, პენ)
მანჩესტერ სიტი – ინტერი 0:0
პსჟ – ჟირონა 1:0
გოლი: გასინგა (90, საკ. კარში)