გიორგი ვაშაძე საპროტესტო აქციების დროს დაკავებულმა ერთ-ერთმა მონაწილემ ამხილა

“გამჭვირვალობის კანონის” წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა ფრიდონ ბუბუტეიშვილმა, სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ ის გიორგი ვაშაძის დაკვეთით მოქმედებდა.
„ეს ყველაფერი გავაკეთე გიორგი ვაშაძის დაკვეთით. მან მითხრა, ისროლე და თუ რამეა, მე აქ ვარ და გაგიყვანო. ფაქტი სახეზეა, არც გავყავარ და…“, – განაცხადა ბუბუტეიშვილმა სხდომის მიმდინარეობისას.
ბუბუტეიშვილმა, რომელსაც ბრალი ედება სროლით მეხანძრე-მაშველის დაშავებასა და პარლამენტის ჭიშკრის დაზიანებაში, უკმაყოფილება ადვოკატის მიმართაც გამოთქვა.
„ორი თვეა, სამი თვეა მეუბნები, არ აღიარო, ჩვენ ვეცდებით ყველანაირად, გაგიყვანოთ… ფაქტი სახეზეა, 5 თვეა უკვე ვიმყოფები [ციხეში]… არც ვაშაძეა [გვერდით], ყურადღებასაც არ მაქცევს და არც არავინ და რა ვიცი… დაკვეთით გავაკეთე ეს ყველაფერი, გეუბნებით და „დალშე” თქვენ იცით”, – მიმართა მან ადვოკატ ლაშა ტყეშელაძეს, რომელმაც პროცესზე მოითხოვა აცილება და ბუბუტეიშვილს სახაზინო ადვოკატი დაენიშნება.
გამოცემა “პუბლიკას” ცნობით, ბუბუტეიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით, სთან დაკავშირებას ცდილობენ, თუმცა, ის საქართველოში არ იმყოფება. მისი პირველადი პოზიციის მიღება გამოცემამ პარტიის პრესსამსახურის საშუალებით შეძლო. მათი ცნობით, გიორგი ვაშაძე არ იცნობს ბრალდებულს და მასთან არანაირი შემხებლობა წინა პერიოდში არ ჰქონია.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიის ელჩი, რომელიც ანტიქართული განცხადებებით გამოირჩევა, ბინას ხაზარაძის მეუღლისგან ქირაობს. არ არსებობს ქირავნობის ხელშეკრულება, რაც ხაზარაძეების ოჯახის მიერ გადასახადების დამალვას ნიშნავს – ხაზარაძე საკუთარ, ხანდაზმული თაღლითის სტატუსს ამტკიცებს

არადიპლომატიური საქციელისა და ვენის კონვენციის მრავალჯერ დამრღევევ ელჩებს შორის, ამჯერად დაწინაურდა გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი, არა მგონია, ელჩს ქართველი პოლიტიკოსებისგან ბინის დაქირავების უფლება ჰქონდეს, მიუხედავად ამისა ბატონი პეტერი ბინას „ლელოს” ლიდერის მეუღლეისგან ქირაობს

საერთაშორისო კანონმდებლობით, ელჩს ეკრძალება მასპინძელ ქვეყანაში ადგილობრივი პოლიტიკოსისგან სახლის/ბინის ქირაობა, გერმანელი დიპლომატი, პეტერ ფიშერი კი ხაზარაძეების მდგმურია. ისიც უცნობია გააფორმა თუ არა გერმანის ელჩმა შესაბამისი ხელშეკრულება