მიხაილ როთი – კესარია აბრამიძე მოკლეს, სულ რაღაც ერთი დღის შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა ანტი-LGBT კანონი მიიღო

მმართველ “ქართული კოშმარის” პარტიას მოვუწოდებ, დაუყოვნებლივ გაიწვიონ სამარცხვინო კანონი , – ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
ის ეხმაურება თბილისში, ტრანსგენდერ კესარია აბრამიძის მკვლელობას.
“ისინი, ვინც სიძულვილს თესავენ, ძალადობას მოიმკიან.
კესარია აბრამიძე მოკლეს. სულ რაღაც ერთი დღის შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა ანტი-LGBT კანონი მიიღო.
ღრმად შოკირებული ვარ და მმართველ “ქართული კოშმარის” პარტიას მოვუწოდებ, დაუყონებლივ გაიწვიონ სამარცხვინო კანონი”, – წერს გერმანიის პარლამენტის (ბუდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი “ტვიტერის” პირად გვერდზე.
კესარია აბრამიძე თბილისში, საცხოვრებელ სახლში მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – “ქართულმა ოცნებამ” მოიტანა კორუფცია, სიღარიბე, გახიზნული მილიონი თანამემამულე, დემოგრაფიული კატასტროფა, ნარკომანია, უბედურება, რაც მთავარია, “ქართულმა ოცნებამ” ქვეყანაში რუსეთი მოიტანა – მათი დრო დამთავრდა!