გახარია და ხაზარაძე ამბობენ, რომ მოლაპარაკებები ხვალ გაგრძელდება

გიორგი გახარია და ამბობენ, რომ მათი ძალების გაერთიანებაზე მოლაპარაკებები გაგრძელდება 19 სექტემბერს.
ამის შესახებ მათ პრეზიდენტის რეზიდენციიდან გამოსვლის შემდეგ თქვეს. იქ მათ მოლაპარაკების უკვე ორი რაუნდი გამართეს.
გახარიამ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებები ხვალ დასრულდება. მისი თქმით, გარკვეული შეთანხმებები შედგა, მათ შორის – აქამდე პრობლემურ პარიტეტის საკითზზე.
ხაზარაძემ კი განაცხადა, რომ “პრინციპულად”, მხარეები ახლოს არიან შეთანხმებასთან. მანვე ხაზი გაუსვა, რომ გადაუწყვეტელი საკითხები არ უკავშირდება თანამდებობებსა და საარჩევნო სიებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – “ქართულმა ოცნებამ” მოიტანა კორუფცია, სიღარიბე, გახიზნული მილიონი თანამემამულე, დემოგრაფიული კატასტროფა, ნარკომანია, უბედურება, რაც მთავარია, “ქართულმა ოცნებამ” ქვეყანაში რუსეთი მოიტანა – მათი დრო დამთავრდა!