ორბელიანების სასახლეში „ძლიერი საქართველოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძესა და „საქართველოსთვის“ ლიდერ მამუკა ხაზარაძეს შორის მოლაპარაკებები განახლდა.
ოპოზიციონერი ლიდერები ორბელიანების სასახლეში გაერთიანებასთან დაკავშირებით კონსულტაციებისთვის დღეს უკვე მეორედ შეიკრიბნენ.
არსებული ინფორმაციით, ეს არის დასკვნითი შეხვედრა, რომლის შემდეგაც გახდება ცნობილი, გაერთიანდებიან თუ არა არჩევნების წინ გიორგი გახარიას პარტია და კოალიცია “გამარჯვებული საქართველო”.
ორბელიანების სასახლეში “ძლიერი საქართველოს” ლიდერს, მამუკა ხაზარაძესა და “გახარია – საქართველოსთვის” ლიდერს გიორგი გახარიას შორის პირველი შეხვედრა 17 სექტემბერს შედგა, თუმცა აუდიენცია კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა.
ლიდერები გაერთიანებასთან დაკავშირებით მოსალაპარაკებლად პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში 16 სექტემბერს მიიწვია.