მამუკა ხაზარაძე: არაა მარტივი მოლაპარაკება, იმედია, ხვალ დავამთავრებთ

მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ პრეზიდენტის სასახლე დატოვეს. მათი თქმით, მოლაპარაკება 19 სექტემბერს გაგრძელდება. ორივე მათგანი იმედს გამოთქვამს, რომ დისკუსია ხვალვე დასრულდება.

“არ არის მარტივი მოლაპარაკება. პრინციპულად, შეიძლება ითქვას, რომ ახლოს ვართ. აქვე მინდა გითხრათ, რომ არანაირ თანამდებობებზე ან სიებზე საუბარი არ არის, ბევრი ჭორი მოვისმინე. აქ არის ლაპარაკი, როგორ უნდა დავამარცხოთ ქართული ოცნება, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ არ დაბრუნდეს ძველი ხელისუფლება და როგორ შევქმნათ ახალი რეალობა იმისთვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ ძალიან მალე გააკეთოს ის რეფორმები, რომლებიც ქარტიით არის განსაზღვრული და რომლებიც ჩვენ გვაქვს…

მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს, მადლობა გიორგის რთული, მაგრამ კონსტრუქციული მოლაპარაკებისთვის. ხვალ გაგრძელდება სამუშაო მდგომარეობაში ისევ პრეზიდენტთან. თქვენ იცით, რომ დრო არის ძალიან ცოტა, სულ რაღაც ერთ კვირაში მთავრდება მოსამზადებელი პერიოდი, შესაბამისად, იმედია, რომ ხვალ უკვე დავამთავრებთ ყველაფერს” – ამბობს .

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვაშაძე – “ქართულმა ოცნებამ” მოიტანა კორუფცია, სიღარიბე, გახიზნული მილიონი თანამემამულე, დემოგრაფიული კატასტროფა, ნარკომანია, უბედურება, რაც მთავარია, “ქართულმა ოცნებამ” ქვეყანაში რუსეთი მოიტანა – მათი დრო დამთავრდა!