კესარია აბრამიძე მოკლეს – შსს-მ გამოძიება დაიწყო

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლეს. იგი, თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საკუთარ სახლში იპოვეს მკვდარი. მკვლელობის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.
უწყებაში დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ, თუმცა აცხადებენ, რომ ამ წუთებში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
“პოლიცია მუშაობს. დამნაშავე აუცილებლად იქნება დასჯილი”, – უთხრა ჟურნალისტებს ადგილზე კრიმინალური პოლიციის უფროსმა თეიმურაზ კუპატაძემ. კითხვაზე, იდენთიფიცირებული ჰყავთ თუ არა მათ დამნაშავე, კუპატაძე პასუხობს: “რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის ყველაფერი ვიცით”.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.