წლის ბოლოსთვის ბარელი ნავთობის ფასი $75 იქნება – UBS

შვეიცარიული საბანკო-საფინანსო გიგანტის, UBS-ის პროგნოზით, წლის ბოლოს (მეოთხე კვარტალში) ბარელი Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი 75 დოლარის ფარგლებში იქნება, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 8 დოლარით შემცირებული მაჩვენებელია.
ანალიტიკოსების შეფასებით, OPEC-ს ნავთობის მიწოდების გაზრდის საშუალება არ აქვს, ამიტომ მომდევნო თვეების განმავლობაში ფასების სტაბილურობა იქნება მოსალოდნელი. ასევე, UBS-ის ექსპერტები შემცირებულ რისკებს ხედავენ ახლო აღმოსავლეთის რეგიონის და ს ფედერაციის მიმართულებით.
რაც შეეხება მოთხოვნის მხარეს, UBS-ში ელიან, რომ წლის ბოლომდე მოთხოვნა მკვეთრად არცერთ რეგიონში არ გაიზრდება, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ ჩინეთის ეკონომიკური ზრდა შენელებულია, ხოლო -ის სამომხმარებლო ხარჯები შემცირებულია.
bm.ge