ალეკო ელისაშვილი – იმედს დავიტოვებ, გიორგი გახარიასთან შეთანხმება შედგება, მე შეთანხმების მომხრე ვარ – აზრთა სხვადასხვაობა არის და უნდა იყოს, ეს არის კოალიციურობის ეშხი

პროცესი მიდის და მე მაინც იმედს დავიტოვებ, რომ შეთანხმება შედგება. მე პირადად არ ვმალავ, მე ვარ შეთანხმების მომხრე , – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა “ძლიერი საქართველოს“ ლიდერ სა და პარტია “გახარია – საქართველოსთვის” ლიდერ გიორგი გახარიას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებზე საუბრისას განაცხადა.
ს თქმით, მაშინ, როცა ხელისუფლების მიერ ქვეყნის ღია ღალატი ხდება, აუცილებელია გაერთიანება.
„დღეს უკვე მეორედ ხვდებიან ხაზარაძე და გახარია. ამ წლების განმავლობაში, რაც გახარია გადადგა, არასდროს შეხვედრიან და ახლა ხომ ხედავთ ორი დღის განმავლობაში მეოთხე შეხვედრაა. პროცესი მიდის და მე მაინც იმედს დავიტოვებ, რომ შეთანხმება შედგება. მე პირადად არ ვმალავ, მე ვარ შეთანხმების მომხრე. მე მიმაჩნია, რომ მიუხედავად ბევრი რამისა, მიუხედავად იმისა, რომ დიდად გულზე არ მეხატება გახარია, 20 ივნისი ვერ მომინელებია, როცა ვიღაც ტილიანი გავრილოვის გამო ქართული პოლიცია გვესროდა და გვარბევდა და მაშინ ხელისუფლებაში იყო ბატონი გახარია, მაგრამ ამის მიუხედავად იმის გათვალისწინებით დღეს ჩვენს თვალწინ რაც ხდება, ღია დაუფარავი ღალატი რომ მიდის ქვეყნის, დაუფარავი გაყიდვა რომ მიდის ჩვენი სახელმწიფო ინტერესების, კოკოითის აბუჩად ასაგდებად რომ გავიხადეთ თავი, კოკოითის დასაცინები რომ ვართ“, – განაცხადა ელისაშვილმა და დასძინა, რომ „ამ დროს არის აუცილებელი გაერთიანება არა ყველასთან, არამედ გახარიასთან. მე ვარ მომხრე“.
კითხვაზე, არის თუ არა აზრთა სხვადასხვაობა „კოალიცია ძლიერ საქართველოში“ , ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ „პროცესი მიდის, ხომ იცით, ქართველები ვართ, აზრთა სხვადასხვაობაა. ღვთის წყალობით არის აზრთა სხვადასხვაობა და უნდა იყოს, ეგ არის ეშხი კოალიციურობის“.
ცნობისთვის, კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ლიდერ მამუკა ხაზარაძესა და პარტია “გახარია – საქართველოსთვის” ლიდერ გიორგი გახარიას შორის ორბელიანების სასახლეში შეხვედრა მიმდინარეობს.